Home » ფინანსები » საგზაო ჯარიმებიდან ბიუჯეტში, 8 თვეში 52 მილიონი ლარი შევიდა
საგზაო ჯარიმებიდან ბიუჯეტში, 8 თვეში 52 მილიონი ლარი შევიდა

საგზაო ჯარიმებიდან ბიუჯეტში, 8 თვეში 52 მილიონი ლარი შევიდა

2018 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს ნაერთ ბიუჯეტში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე გამოწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს.

52 მილიონიდან 21 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში შევიდა, ხოლო 31 მილიონი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში. გამოცემის თანახმად, 2017 წლის იანვარ-აგვისტოში ჯარიმებიდან შემოსავალი 15 მილიონი ნაკლები, 37 მილიონი ლარი იყო.

2018 წლის 8 თვის მონაცემები მაღალია 2010-2012 წლებისა (საშუალოდ 20 მლნ შევიდა) და 2013-2017 წლების მონაცემებზე (საშუალოდ 36 მლნ შევიდა).

18 სექტემბრიდან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, დედაქალაქის მასშტაბით კიდევ 20 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა სრული დატვირთვით ამოქმედდა.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით, 550 ვიდეოკამერა ფუნქციონირებს, მათ შორის, 306 ნომრის ამომცნობი და 244 ზოგადი ხედვის კამერა.

Forbes

Share