Home » ფინანსები » საგამოძიებო სამსახურმა ბანკებიდან კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე 21 პირი პასუხისგებაში მისცა
საგამოძიებო სამსახურმა ბანკებიდან კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე 21 პირი პასუხისგებაში მისცა

საგამოძიებო სამსახურმა ბანკებიდან კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე 21 პირი პასუხისგებაში მისცა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს ინტენსიურ ღონისძიებებს კრედიტის უკანონოდ აღების ფაქტების გამოვლენისა და დამნაშავე პირების მხილების მიზნით.

2018 წლის აგვისტოსა და სექტემბრის განვლილ პერიოდში, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საგამოძიებო სამსახურმა, აღნიშნული სახის დანაშაულში მხილებული 21 პირი პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, კრედიტის უკანონოდ მიღების მიზნით, კომერციულ ბანკებში განაცხადის შევსებისას სამუშაო ადგილისა და ანაზღაურების შესახებ ყალბ მონაცემებს უთითებდნენ, ხოლო რიგ შემთხვევებში ყალბ სახელფასო ცნობებს წარადგენდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Share