Home » საზოგადოება » საგამოცდო ცენტრები ამ დროისთვის ერთდროულად კონდიციონერებითაცაა აღჭურვილი და ვენტილიატორებითაც
საგამოცდო ცენტრები ამ დროისთვის ერთდროულად კონდიციონერებითაცაა აღჭურვილი და ვენტილიატორებითაც

საგამოცდო ცენტრები ამ დროისთვის ერთდროულად კონდიციონერებითაცაა აღჭურვილი და ვენტილიატორებითაც

საგამოცდო ცენტრები ამ დროისთვის ერთდროულად კონდიციონერებითაცაა აღჭურვილი და ვენტილიატორებითაც. ამის შესახებ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში აცხადებენ.

მათივე ინფორმაციით, 22 საგამოცდო ცენტრის ჰაერის გაგრილება-ვენტილაციის სისტემით აღჭურვისთვის, პრემიერ-მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის ბრძანების შესაბამისად, 2 მილიონი ლარი დაიხარჯა.

„ჰაერის გაგრილება-ვენტილაციის სისტემების შესყიდვისთვის გამოიყო 2 მილიონ ლარი, რაც შეთანხმებული იყო შესყიდვების სააგენტოსთან. ამ თანხით მოხდა ჰაერის გაგრილება-ვენტილაციის სისტემების შესყიდვა (მობილური კონდიციონერები და სპლიტ კონდიციონერები), ასევე, ამ თანხაშია გათვალისწინებული თანმდევი სამონტაჟო სამუშაოების და კონდიციონერების ასამუშავებლად საჭირო შიდა და გარე ელექტრო გაყვანილობის მოწყობის ხარჯი“, – განაცხადეს სააგენტოში და განმარტეს, რომ ე.წ. მობილურ კონდიციონერებზე, რომელიც 5 საგამოცდო ცენტრში დადგეს, 79 000 ლარი დაიხარჯა.

ამასთან, როგორც ცნობილია, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, კონდიციონერების შეძენამდე საგამოცდო ცენტრებში ვენტილიატორები შეიტანა, რაზეც, თავის მხრივ, ჯამში 27 105 ლარია დახარჯული. შესაბამისად, ამ დროისთვის საგამოცდო ცენტრები როგორც კონდიციონერებით, ისე ვენტილიატორებითაა აღჭურვილი.

Share