Home » ფინანსები » საგადასახადო ზედმეტობის სახით ბიზნესმა 333 მლნ ლარი მიიღო
საგადასახადო ზედმეტობის სახით ბიზნესმა 333 მლნ ლარი მიიღო

საგადასახადო ზედმეტობის სახით ბიზნესმა 333 მლნ ლარი მიიღო

2018 წლის ოქტომბრის მდგომარეობით საგადასახადო ზედმეტობის სახით 333 მლნ ლარია დაბრუნებული. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეცვლილი პროცედურების შედეგად ბიზნესი თანხებს დაბრკოლებების გარეშე იღებს. რაც შეეხება ავტომატური დაბრუნების სისტემის დანერგვას, როგორც სამინისტროში განმარტავენ, ადამიანური რესურსების ჩართულობის გარეშე საკუთარ აქტივებზე ბიზნესს წვდომა 2019 წლის იანვრიდან შეეძლება.

ფინანსთა სამინიტროში ასევე განმარტავენ, რომ მიუხედავად 2 თვიან ნახევრიანი პერიოდისა, 2018 წლის ბოლომდე ბიზნესი უკან 500 მლნის დაბრუნებას შეძლებს, რაც ნიშნავს იმას, რომ 2018 წელს ზედმეტობის სახით ბიზნესს დაუბრუნდება იმდენივე, რაც 2015-2016-2017 წლების მთლიანი მოცულობა იყო.

წყარო: bm.ge

Share