Home » ფინანსები » საგადასახადო შეღავათი ომის იმ ვეტერანებზეც გავრცელდება, რომლებიც უცხოეთის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ
საგადასახადო შეღავათი ომის იმ ვეტერანებზეც გავრცელდება, რომლებიც უცხოეთის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ

საგადასახადო შეღავათი ომის იმ ვეტერანებზეც გავრცელდება, რომლებიც უცხოეთის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ

საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი შეღავათი ომის იმ ვეტერანებზეც გავრცელდება, რომლებიც სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას.

“საგადასახადო კოდექსის“ გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე ვეტერანთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი – 3 000 ლარამდე.

კოდექსში დაგეგმილია ცვლილებები, რომლის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით ასევე არ დაიბეგრება სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ვეტერანის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3 000 ლარამდე.

საკანონმდებლო ინიციატივა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა მოამზადა, რომელიც მთავრობის ინიციატივით პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

Share