Home » მსოფლიო » საფრანგეთში სექტემბრიდან დაწყებით და საშუალო კლასებში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება
საფრანგეთში სექტემბრიდან დაწყებით და საშუალო კლასებში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება

საფრანგეთში სექტემბრიდან დაწყებით და საშუალო კლასებში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ კანონპროექტი მიიღო, რომლის თანახმად, 2018 წლის სექტემბრიდან დაწყებით და საშუალო კლასებში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება.

საფრანგეთის განათლების მინისტრმა ჟან-მიშელ ბლანკემ აღნიშნულ კანონს „21-ე საუკუნის კანონი“ უწოდა.

„ახალი ტექნოლოგიებისადმი გახსნილობა არ ნიშნავს, რომ ჩვენ ის ყველა გამოვლინებაში უნდა მივიღოთ. მობილური ტელეფონების გამოყენების მავნე სახეობებიც არსებობს: კიბერბულინგი, პორნოსაიტებზე შესვლა და სმარტფონებზე დამოკიდებულების გაჩენა“, – განაცხადა მინისტრმა.

კანონპროექტის თანახმად, დაწყებით და საშუალო კლასებში ყველა სახის მოწყობილობის გამოყენება აიკრძალება, გარდა იმ მოწყობილობებისა, რომელიც სასწავლო პროცესშია საჭირო. კანონპროექტში ასევე გაწერილია მასწავლებლის მიერ მოსწავლის ტელეფონის კონფისკაცია.

აღსანიშნავია, რომ ეს ინიციატივა პრეზიდენტი ემანუელ მაკრონის წინასაარჩევნო დაპირება იყო. შემდეგ ეტაპზე კანონპროექტს კენჭი საფრანგეთის სენატმა უნდა უყაროს.

 

წყარო: interpressnews.ge

Share