Home » მსოფლიო » საფრანგეთი 52 პარკსა და ბაღში მოწევას აკრძალავს
საფრანგეთი 52 პარკსა და ბაღში მოწევას აკრძალავს

საფრანგეთი 52 პარკსა და ბაღში მოწევას აკრძალავს

საფრანგეთი სიგარეტის საწინააღმდეგოდ განსაკუთრებული ზომების მიღებას აგრძელებს.

როგორც გამოცემა “ფრანს 24”  წერს, პარიზის მერია 52 პარკსა და ბაღში მოწევას აკრძალავს. რეგულაციების დამრღვევებს შესაძლოა, 38 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისროთ.

ახალი რეგულაცია 8 ივნისიდან შევა ძალაში, რაც საფრანგეთის დედაქალაქის მწვანე სივრცის 10 პროცენტს დაფარავს.

მიზანი პარკებში მწეველთა რიცხვის და მიწაზე სიგარეტის ნარჩენების რაოდენობის შემცირებაა.

პარიზის მერია პარკების მთავარ შესასვლელებში საინფორმაციო დაფების  და სათამაშო საფერფლეების განთავსებას გეგმავს.

უკვე ოთხი წელია , რაც პარიზის პარკებში 500 სათამაშო მოედანზე მოწევა აკრძალულია. ამასთან, მიმდინარე წელს მოწევა აიკრძალა რამდენიმე ქუჩაზეც

ცნობისთვის, საფრანგეთში მწეველთა რაოდენობა ათწლეულების განმავლობაში უმნიშვნელოდ იცვლებოდა. თუმცა კამპანიის წამოწყების შემდეგ მაჩვენებელი მკვეთრად შეიცვალა. ქვეყნის ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, 2017 წელს 18-დან 57 წლამდე პირების 26,9 % მწეველი იყო, მაშინ, როდესაც ერთი წლის წინ აღნიშნული მაჩვენებელი 29,4 %-ს შეადგენდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 13,2 მილიონის ნაცვლად, ​საფრანგეთში ახლა 12,2 მილიონი მწეველი ცხოვრობს.

კვლევების თანახმად, მსოფლიოში ყოველი მეათე სიკვდილი სიგარეტით არის გამოწვეული, მათი უმეტესობა კი მხოლოდ ოთხ ქვეყანაზე – აშშ-ზე, რუსეთზე, ჩინეთსა და ინდოეთზე მოდის.

Fortuna.ge

Share