Home » საზოგადოება » საერთაშორისო ვიზიტორების დათვლა ახალი მეთოდით მოხდება
საერთაშორისო ვიზიტორების დათვლა ახალი მეთოდით მოხდება

საერთაშორისო ვიზიტორების დათვლა ახალი მეთოდით მოხდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო ვიზიტორების მახასიათებლების კვლევის პრეზენტაცია გამართა.

როგორც ღონისძიებაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განმარტა, ახალი სტანდარტების მიხედვით, ტურისტების აღრიცხვა მათი დასრულებული ვიზიტებით მოხდება, რომელიც ორ ნაწილად გაიყოფა.

მაგალითად, ვიზიტი, რომელიც მოიცავს ღამისთევას, არის ტურისტული, დანარჩენი კი ითვლება ერთდღიან ვიზიტებად. საერთაშორისო მოგზაურობის ვიზიტებს დაემატა სხვა ქვეყნის რეზიდენტი საქართველოს მოქალაქეების ვიზიტები.

ანგარიში ყოველკვარტალურად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

Share