Home » ფინანსები » “საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებაში ინფლაციის მაჩვენებელი ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოსაა”
"საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებაში ინფლაციის მაჩვენებელი ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოსაა"

“საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებაში ინფლაციის მაჩვენებელი ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოსაა”

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებაში ინფლაციის მაჩვენებელი ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოსაა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განუცხადა.

გვენეტაძის თქმით, როგორც ადრე, ამჯერადაც სავალუტო ფონდის პოზიციაა, რომ ზოგადად, ეკონომიკის შოკებისადმი მდგრადობისთვის მცურავი გაცვლითი კურსის შენარჩუნება აუცილებელია.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ბოლო კვირის განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდა. მისიამ მიმოიხილა საქართველოს ეკონომიკის ბოლო მოვლენები, შეაფასა რეფორმები. დღეს დილით უკვე ვებგვერდზე განთავსდა პრესრელიზი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5,5%-მდეა გაზრდილი“,-განაცხადა კობა გვენეტაძემ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2018 წლისთვის 4.8 პროცენტიდან 5.5 პროცენტამდე გაზარდა. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში, რომელიც ფონდის მისიის დასრულებას ეხება.

Share