Home » ბიზნესი » საერთაშორისო ბრენდი „ბურგერ ქლაბი“ უკვე თბილისშია – კომპანია მომხმარებელს სრულიად ინოვაციურ მენიუს წარუდგენს
საერთაშორისო ბრენდი „ბურგერ ქლაბი“ უკვე თბილისშია - კომპანია მომხმარებელს სრულიად ინოვაციურ მენიუს წარუდგენს

საერთაშორისო ბრენდი „ბურგერ ქლაბი“ უკვე თბილისშია – კომპანია მომხმარებელს სრულიად ინოვაციურ მენიუს წარუდგენს

საერთაშორისო ბრენდი „ბურგერ ქლაბი“ უკვე თბილისშია. ქართული სწრაფი კვების ბაზარზე „ბურგერ ქლაბი“ სიახლით შემოვიდა, ის მომხმარებელს სრულიად განსხვავებულ, „კრაფტ ბურგერის“ კონცეფციას სთავაზობს. „ბურგერ ქლაბში“ ჯანსაღი, ხარისხიანი და გემური თვისებებით გამორჩეული „კრაფტ ბურგერები“ და ბრენდის ექსკლუზიური პროდუქტებია წარმოდგენილი, რომელიც გამორჩეული და რაც მთავარია, ყველასთვის ხელმისაწვდომია.

როგორც „კომერსანტს“ კომპანიის დამფუძნებლებმა დიმიტრი ქაჯაიამ და ნიკა ნაცვლიშვილმა განუცხადეს, ბაზარზე არსებული მოთამაშეებისგან მათი პროდუქცია ხარისხით და ლოიალური საფასო პოლიტიკით გამოირჩევა. მათივე თქმით, სწრაფი კვება აქტიურად ვითარდება, თუმცა „კრაფტ ბურგერის“ მომზადების ტექნოლოგია ჯერ კიდევ არ არის ათვისებული. სწორედ ამიტომ, პროდუქციის მომზადებაში ქართველ  წამყვან მზარეულებთან ერთად ევროპელი პროფესიონალებიც იღებდნენ მონაწილეობას.

„გვინდა მსოფლიოში დანერგილი „კრაფტ ბურგერის“ კულტურა საქართველოში შემოვიტანოთ. ბაზარზე არსებობს შეხედულება, რომ საქართველოში სწრაფი კვების ობიექტები აუცილებლად გაყინულ, არაჯანსაღი ინგრედიენტებით დამზადებულ პროდუქციასთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ „კრაფტ ბურგერის“ დამზადების დასავლური კულტურა და მისი ტექნოლოგია ჩვენ ქვეყანაშიც დაგვენერგა.

ეს იქნება მომხმარებლის თვალწინ, ახალი, ქართული, საუკეთესო ხორცით და ადგილზე გამომცხვარი პურით დამზადებული ბურგერი. გემრიელი და ხელმისაწვდომი,“ – განაცხადა დიმიტრი ქაჯაიამ.

„ბურგერ ქლაბის“ კონცეფციას იდეალურად მოუხდა ქართველი არქიტექტორის გიორგი ხმალაძის მიერ შექმნილი ნაგებობა – შუშის გამჭვირვალე შენობა და ბუნებასთან ჰარმონიული ინტეგრაცია „კრაფტ ბურგერის“ იდეას მაქსიმალურად შეესაბამება.

დამფუძნებლების აზრით, სწრაფი კვების ბაზარზე ხარისხიანი პროდუქცია ლოიალური საფასო პოლიტიკით იშვიათობას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ „ბურგერ ქლაბი“ ხელმისაწვდომი საფასო პოლიტიკით იქნება წარმოდგენილი.

 

რაც შეეხება „ბურგერ ქლაბის“ სამომავლო გეგმებს,  კომპანია უახლოეს მომავალში მომხმარებელს სრულიად ინოვაციურ  მენიუს წარუდგენს. კომპანია მომდევნო სამი წლის განმავლობაში 10-ზე მეტი ობიექტის გახსნას გეგმავს.

„კომერსანტი“

Share