Home » ახალი ამბები » “სადგურის მოედანს” კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება
"სადგურის მოედანს" კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება

“სადგურის მოედანს” კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება

“სადგურის მოედნის” სრული კაპიტალური რემონტი ჩატადება. სამუშოების ხარჯთაღრიცხვისა და საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად “თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ” ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც 270 ათასი ლარია გათვალისწინებული.

გამარჯვებულმა კომპანიამ, სადგურის სამივე მიმართულებისთვის უნდა მოამზადოს შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა. რაც შეეხება სარემონტო სამუშაოებს, გათვალისწინებულია, სადგურისა და ყველა ამოსასვლელის სრული რეაბილიტაცია, შეკიდული ჭერების შეცვლა, დამხმარე ოთახების რემონტი, კოლონებისა და იატაკების პოლირება და დაზიანებული ფილების გამოცვლა, ფასადების უწვევი მასალებით მოპირკეთება და სხვა სამუშოები. საპროექტო დოკუმენტაცია გამარჯვებულმა კომპანიამ, ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში უნდა მიაწოდოს დამკვეთს.

bm.ge

Share