Home » ფინანსები » სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება გაორმაგდა და 42.19 მლნ ლარი შეადგინა
სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება გაორმაგდა და 42.19 მლნ ლარი შეადგინა

სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება გაორმაგდა და 42.19 მლნ ლარი შეადგინა

1 წლის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგებამ ჯამურად 42.19 მლნ ლარი შეადგინა.

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2018 წელს კომპანიების წმინდა მოგება თითქმის გაორმაგებულია. 2017 წელს ეს მაჩვენებელი 20.34 მლნ ლარს შეადგენდა.

2018 წელს გაიზარდა სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული პრემიაც. შარშან ამ მაჩვენებელმა ჯამურად 542.20 მლნ ლარი შეადგინა, 2017 წელს კი 441.40 მლნ ლარი იყო.

შარშან 2017 წელთან შედარებით 163 მლნ ლარით გაიზარდა კომპანიათა აქტივები (2018 წელი – 743.22 მლნ ლარი), ხოლო კომპანიების კაპიტალის ზრდამ – 67.39 მლნ ლარი შეადგინა (2018 წელი – 221.64 მლნ ლარი).

2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 17 სადაზღვევო კომპანია, 16 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

Share