Home » საზოგადოება » სად დასაქმდა კობა დავითაშვილი ბიძინა ივანიშვილის შუამდგომლობით
სად დასაქმდა კობა დავითაშვილი ბიძინა ივანიშვილის შუამდგომლობით

სად დასაქმდა კობა დავითაშვილი ბიძინა ივანიშვილის შუამდგომლობით

ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტის კობა და­ვი­თაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” თავ­მჯდო­მა­რემ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა შუ­ამ­დგომ­ლო­ბა გა­უ­წია, რის შემ­დე­გაც ის ენერ­გო­კომ­პა­ნია “საქ­რო­სე­ნერ­გო­ში” გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის იუ­რი­დი­ულ მრჩევ­ლად და­ი­ნიშ­ნა.

ყო­ფილ­მა დე­პუ­ტატ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ პარ­ტია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” თავ­მჯდო­მა­რე მის ოჯახს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უწევ­და ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას.

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე და­ვი­თაშ­ვილ­მა “მო­ქა­ლა­ქე­თა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის” წევ­რებ­თან ერ­თად გა­აპ­რო­ტეს­ტა მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბა­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სან­ქცი­ე­ბის გა­უქ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შეც­ვლი­სა და მთლი­ა­ნად, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ცი­ის გა­უქ­მე­ბის­კენ მო­უ­წო­და. მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს ფუნ­ქცი­ე­ბი რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლო­ებ­მა უნდა შე­ას­რუ­ლონ.

“ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, ჩვენ ერ­თმა­ნეთს 18 წე­ლია ვიც­ნობთ და დიდი ხნის ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. მე რომ 2012 წელს პო­ლი­ტი­კა­ში დავ­რჩი, ეს იმის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ თქვენ წლე­ბის მან­ძილ­ზე ფი­ნან­სუ­რად მეხ­მა­რე­ბო­დით მე და ჩემს ოჯახს. დღეს, რო­დე­საც მე­ო­რე ჯგუ­ფის ინ­ვა­ლი­დი ვარ, პირ­ში სული თქვე­ნი დახ­მა­რე­ბით მიდ­გას, რად­გან თქვენ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა რომ არ გა­გე­წი­ათ, ენერ­გო­კომ­პა­ნი­ა­ში მრჩევ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე სამ­სა­ხურს ვერ ვი­შოვ­ნი­დი და 4 000 ლარი ხელ­ფა­სი არ მექ­ნე­ბო­და და ვერ შე­ვი­ძენ­დი მე­დი­კა­მენტს, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად უნდა მი­ვი­ღო.

ამის­თვის ძა­ლი­ან დიდ მად­ლო­ბას გიხ­დით, თუმ­ცა ჩემი ქვეყ­ნის ნარ­კო­ლი­ბე­რი­ზა­ცი­ის, აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის, პროს­ტი­ტუ­ცი­ი­სა და ლგბტ ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის ცენ­ტრად ქცე­ვას მე ვერ შე­ვე­გუ­ე­ბი და ეს არც სამ­სა­ხუ­რად და ხელ­ფა­საც არ მი­ღის, არც ასე­თი ოჯა­ხი არ მინ­და, არც ცოლი და არც შვი­ლე­ბი. მე ამ სა­კი­თხზე ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლებ”,- გა­ნა­ცხა­და კობა და­ვი­თაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ცვლი­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუფ­მა მო­ი­თხო­ვა, სა­კონ­სი­ტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­უქ­მე­ბას­თან ერ­თად, ის კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-12 მუხ­ლში, გუ­ლის­ხმობს ისეთ ცვლი­ლე­ბებს, მათ შო­რის, რო­გო­რიც ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის მოხ­მა­რე­ბა, გა­სა­ღე­ბა და დამ­ზა­დე­ბაა.

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბა­ზე სან­ქცი­ე­ბი გა­უქ­მდა.

AMBEBI.GE

Share