Home » საზოგადოება » საბერძნეთი საიმიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებს – რა უნდა გაითვალისწინონ ქართველმა ემიგრანტებმა
საბერძნეთი საიმიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებს - რა უნდა გაითვალისწინონ ქართველმა ემიგრანტებმა

საბერძნეთი საიმიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებს – რა უნდა გაითვალისწინონ ქართველმა ემიგრანტებმა

საბერძნეთი საიმიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებს. ამის შესახებ ინფორმაციას”ევრონიუსი” ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება საბერძნეთის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც 29 სექტემბერს კუნძულ ლესბოსზე 547 არალეგალი მიგრანტი ჩავიდა. 2016 წლის შემდეგ ეს დიდი რაოდენობით მიგრანტების 1 დღეში მიღების მე-2 შემთხვევაა.

ამიერიდან საბერძნეთი სასაზღვრო კონტროლს კიდევ უფრო გაამკაცრებს და მიგრანტებისათვის ქვეყნის საზღვის გადაკვეთა უფრო რთული იქნება.

ამასთანავე, ქვეყანაში დაჩქარდება მიგრანტებისათვის თავშესაფრის მინიჭების პროვცესი და საბერძნეთის ხელისუფლება შეეცდება ისინი ევროკავშირის სხვა ქვეყნებში გადაანაწილოს.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს სირიაში მიმდინარე დაპირისპირების გამო ათასობით ადამიანი ევროკავშირის სხვა ქვეყნებში მოხვედრას საბერძნეთის გავლით ცდილობდა. ამასთანავე, მიგრანტების დიდ ნაწილს დროებითი თავშესაფარი საბერძნეთში მისცეს, სადაც ისინი მძიმე პირობებში იმყოფებიან.

Share