Home » საზოგადოება » „საბჭოთა დიპლომატიის სკოლა ფანტასტიური იყო, ყველაფერი, რაც ჩემს პროფესიაში ვიცი, ვიცი იქედან“
„საბჭოთა დიპლომატიის სკოლა ფანტასტიური იყო, ყველაფერი, რაც ჩემს პროფესიაში ვიცი, ვიცი იქედან“

„საბჭოთა დიპლომატიის სკოლა ფანტასტიური იყო, ყველაფერი, რაც ჩემს პროფესიაში ვიცი, ვიცი იქედან“

ყველაფერი, რაც მე ჩემს პროფესიაში ვიცი, დიპლომატიის საბჭოთა სკოლისგან მივიღე, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ BBC-ის რუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ყველაფერი, რაც მე ჩემს პროფესიაში ვიცი, დიპლომატიის საბჭოთა სკოლისგან მივიღე, რის წყალობითაც რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა შევძელი. ეს ფანტასტიური სკოლა იყო. დასავლელი დიპლომატები მას პატივს სცემდნენ. ეს დიპლომატიის სულ სხვა დონე იყო, ფართო ენციკლოპედიური ცოდნით“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისივე თქმით, „საიდუმლო არაა, რომ საბჭოთა კავშირი დასავლეთზე გაცილებით სუსტი იყო, თუმცა საბჭოთა დიპლომატიის წყალობით უფრო ძლიერად გამოიყურებოდა“.

Share