Home » საზოგადოება » საბავშვო ბაღებში აღმზრდელებს ჭამა ეკრძალებათ
საბავშვო ბაღებში აღმზრდელებს ჭამა ეკრძალებათ

საბავშვო ბაღებში აღმზრდელებს ჭამა ეკრძალებათ

„ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თბილისის მერიასა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიმართავს. თეონა ჭალიძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით რეგიტრირებულ ბაღებში არ ხდება აღმზრდელებისთვის დღის განმავლობაში საკვები ულუფის გამოყოფა. ისინი იძულებულნი არიან, საკვები სახლიდან ატარონ.

“ჩვენ შევისწავლეთ ეს საკითხი და აღმოჩნდა, რომ ყოველდღიურად, აღსაზრდელების დასწრება ბაღებში ბევრად ნაკლებია, ვიდრე ეს ტენდერითაა გათვალისწინებული. შესაბამისად, გვაქვს საშუალება, ბიუჯეტის გაუზრდელად, ყოველდღიურად, პედაგოგებისთვის  საკვები მომზადდეს. რაც მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება  მათთვის”, – განაცხდა თეონა ჭალიძემ

ბაღის აღმზრდელების კვებასთან დაკავშირებით, 2020NEWS-ი  შეეცადა,  ვითარება ერთი კონკრეტული ბაღის მაგალითზე გარკვია.  როგორც ერთ-ერთმა აღმზდელმა მათთან საუბრისას განაცხადა,  მათ არათუ ადგილზე მომზადებული, არამედ სახლიდან მოტანილი საკვების მიღებაც არ შუძლიათ აღსაზრდელების თანდასწრებით.

პედაგოგის თქმითვე, საბავშვო ბაღების მზარეულები საკვებს ყოველდღიურად ყრიან  სპეციალურ ურნებში, რადგან   გათვალისწინებული რაოდენობა საჭიროზე მეტია.

Share