Home » ეკონომიკა » საბანკო სექტორი წინ მიდის – წარსულში ბრუნდება
საბანკო სექტორი წინ მიდის - წარსულში ბრუნდება

საბანკო სექტორი წინ მიდის – წარსულში ბრუნდება

ბანკები მუშაობის უწინდელ მეთოდებს დაუბრუნდებიან.

სექტორის და ტექნოლოგიების განვითარების შედეგად გამარტივებული პროცედურის ისევ გართულება ბანკს უღირს, – ასე მიაჩნია ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, რომელსაც  ცვლილებების კომენტირება და ანალიზი, ზუგდიდში, მპკ-ს სხდომის შემდეგ მედიასთან მოუწია.

კობა გვენეტაძის თქმით,  მძაფრი კონკურენციის გათვალისწინებით, ბანკს, კლიენტის შენარჩუნებისთვის   მისი გადახდისუნარიანობისთვის დამატებითი სამუშაოების გაწევა უღირს, მითუმეტეს, რომ ეს სექტორისთვის ნოვაცია არ არის და საკმარისი გამოცდილება არსებობს.

გადახდისუნარიანობის შეფასების გამკაცრების  თარიღი არ გადაიწევს.

გვენეტაძე  უარყოფით გავლენას, მოხმარების შემცირებაში გამოხატულს, არ უარყოფს, თუმცა მიაჩნია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატებული შედეგი დაიდება, რაც პრევენციას  გაუწევს მომავალში ჭარბვალიანობის  მოსალოდნელი ზრდის შემცირებას.

სებ-ის პრეზიდენტის თქმით, რეფორმის შედეგის პერიოდი,  ჩრდილოვანიდან მომხმარებლის ფორმალურში გადმოსვლის  შედეგებზეა  იქნება დამოკიდებული.

რეგულაციის მიზანი, განეგატიურებული კლიენტების  ჩრდილოვანი სექტორიდან  გადმოყვანაც არის, რომლებსაც  უფრო დაბალპროცენტიან სესხებზე გაუჩნდებათ წვდომა. ბანკს კი  რისკები შეუმცირდება და ასეთი კატეგორიის იაფი დაკრედიტების შესაძლებლობა მიეცემა.

წყარო:gbc.ge

Share