Home » ფინანსები » საბანკო სექტორი 2018 წელს – ქართული ბანკების რეიტინგი აქტივების მიხედვით

საბანკო სექტორი 2018 წელს – ქართული ბანკების რეიტინგი აქტივების მიხედვით

2018 წელი საბანკო სექტორისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. წლის განმავლობაში ბანკების წმინდა მოგებამ 914 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 45 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2017 წელს ბანკების წმინდა მოგება 869 მილიონი ლარი იყო. გაზრდილია ბანკების შემოსავალიც და მან წლის განმავლობაში 3 მილიარდ 734 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 151 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რაც შეეხება კონკრეტულად შემოსავლების სტრუქტურას, კომერციული ბანკების შემოსავლების ძირითად წყაროს საპროცენტო შემოსავლები წარმოადგენს 3 მილიარდ 285 მილიონი ლარით. მათ შორის, მთლიანად სესხებიდან 2 მილიარდ 897 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს ბანკებმა, საიდანაც ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან მილიარდ 901 მილიონი ლარის შემოსავალი მოდის, ხოლო იურიდიული პირების სესხებზე 994 მილიონი. ბანკებმა წლის განმავლობაში საკომისიოებიდან 389 მილიონი, ჯარიმა–საურავებიდან 84 მილიონი, ხოლო საკონვერსიო ოპერაციებიდან 222 მილიონის შემოსავალი მიიღეს.

ერთ წელიწადში, დაახლოებით, 450 მილიონი ლარითაა გაზრდილი კომერციული ბანკების ხარჯები და მან 2018 წელს 3 მილიარდი ლარი შეადგინა. მოგების გადასახადის სახით, წლის განმავლობაში 123 მილიონი ლარი გადაიხადეს ბანკებმა ბიუჯეტში.

რაც შეეხება კომერციული ბანკების მთლიან აქტივებს, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მან 39 მილიარდ 682 მილიონი ლარი შეადგინა და იგი 5 მილიარდითაა გაზრდილი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 34 მილიარდ 550 მილიონს შეადგენს საბანკო სექტორის ვალდებულებები და იგი ერთ წელიწადში დაახლოებით 4 მილიარდითაა გაზრდილი.

გთავაზობთ ბანკების რეიტინგს 2018 წლის აქტივების მიხედვით:

Share