Home » საზოგადოება » „საბანკო ანგარიშების დაყადაღების მიზანი დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობისა და ანაკლიის პორტის პროექტის საბოლოო გაჩერებაა“
„საბანკო ანგარიშების დაყადაღების მიზანი დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობისა და ანაკლიის პორტის პროექტის საბოლოო გაჩერებაა“

„საბანკო ანგარიშების დაყადაღების მიზანი დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობისა და ანაკლიის პორტის პროექტის საბოლოო გაჩერებაა“

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მისი და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშების დაყადაღების მიზანი მის მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობისა და ანაკლიის პორტის პროექტის საბოლოო გაჩერებაა.

როგორც ხაზარაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, ის ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს.

„დღეს პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს განჩინებით მოხდა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღება. ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს პროექტის, მათ შორის ანაკლიის საბოლოოდ გაჩერება. ვერ შეგვაშინებთ! ბრძოლას ვაგრძელებთ!“ ,- წერს მამუკა ხაზარაძე.

Share