Home » საზოგადოება » საათების ბრენდი TSIKOLIA საქართველოში წარმოებას იწყებს
საათების ბრენდი TSIKOLIA საქართველოში წარმოებას იწყებს

საათების ბრენდი TSIKOLIA საქართველოში წარმოებას იწყებს

ქართველი ზვიად ციკოლია, რომლის საათები TSIKOLIA ქართული ბრენდია  და დამზადებულია შვეიცარიაში,  მალე ახალი ხაზის გამოშვებას აპირებს..  დიზაინერი ‘კომერსანტთან საუბარში აცხადებს, სპეციალური ხაზი საქართველოში დამზადდება და შესაბამისი წარწერაც ექნება — Made in Georgia.

„გეგმა უკვე არსებობს და პროექტზე ყოველდღიურად ვმუშაობთ. თქვენთან შეხვედრამდე მქონდა საუბარი  ერთ-ერთ შვეიცარიელ მწარმოებელთან, რომელმაც უნდა გამომიგზავნოს მთელი ნუსხა, რა თანხა დაგვჭირდება, რა დანადგარები და ა.შ. ასევე საუბარია იმაზე, რომ გადავამზადოთ კადრები, რომლებიც სრულფასოვნად შეისწავლიან საათის შესაბამის დონეზე აწყობას,“ — ამბობს ზვიად ციკოლია.

 თარიღის დაკონკრეტება TSIKOLIA-ს დამფუძნებელს უჭირს, თუმცა დარწმუნებულია, რომ პროცესები დროში არ გაიწელება.

რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, საქართველოში წარმოებული საათები  შვეიცარიაში დამზადებულისგან განსხვავებით, დაახლოებით 25 %-იანი ფასდაკლებით გაიყიდება. 

„მინდა ძალიან მალე მოხდეს ეს ყველაფერი და ყოველდღე ვმუშაობთ ამ თემაზე. იმედია, ერთ წელში ან წელიწად-ნახევარში პროექტი განხორციელდება. შვეიცარიაში დამზადებული საათები უფრო ძვირი ჯდება და ბუნებრივია, როცა აქ დავიწყებთ წარმოებას, ფასს დავაკლებთ. შესაბამისად, ის ხელმისაწვდომი გახდება უფრო მეტი ადგილობრივი მომხმარებლისთვის“,— განმარტავს ზვიად ციკოლია.

წყარო:commersant.ge

Share