Home » საზოგადოება » საარსებო მინიმუმი საქართველოში შემცირდა
საარსებო მინიმუმი საქართველოში შემცირდა

საარსებო მინიმუმი საქართველოში შემცირდა

მიმდინარე წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 4.8 ლარით შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ივნისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 173 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა მაისში ეს მაჩვენებელი 177.8 ლარი იყო.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, გასულ თვეში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 1.3 ლარით არის შემცირებული. კერძოდ, 2017 წლის ივნისში ეს მონაცემი 174.3 ლარს შეადგენდა.

საქსტატის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით, ივნისში 4.3 ლარით შემცირდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 153.2 ლარი შეადგინა, 8 ლარით შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 290.2 ლარი გახდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი წინა წლის ივნისის მონაცემთან შედარებით, 2.2 ლარით არის ლარით არის შემცირებული.

Share