Home » საზოგადოება » სააკაშვილმა რუხაძეს სასმართლო მოუგო
სააკაშვილმა რუხაძეს სასმართლო მოუგო

სააკაშვილმა რუხაძეს სასმართლო მოუგო

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ლიბერთი ბანკის მფლობელს, ირაკლი რუხაძეს, ჰოლანდიაში სასამართლო დავა მოუგო. ამის შესახებ ინფოპრმაციას სოციალურ ქსელში თავად მიხელ სააკაშვილი ავრცელებს.

” ივანიშვილის მთავარმა ოლიგარქიულმა დასაყრდენმა რუხაძემ ,მთლიანად წააგო მისი სარჩელი ჩემს წინააღმდეგ ჰოლანდიურ სასამართლოში.
აი, ასეთია განსხვავება ევროპულ სასამართლოსა და ბიძინას სასამართლოს შორის.

ჰოლანდიელ მოსამართლეს დასჭირდა მხოლოდ ერთი სხდომა, რათა ყველაფერში გარკვეულიყო.

სასამართლომ ის აღიარა საჯარო პოლიტიკაში ჩართულ პირად და უარყო ის მტკიცება, თითქოს ,ის მხოლოდ კერძო ბიზნესშია. ამ გადაწყვეტილებით,პრაქტიკულად,დამტკიცდა ქართული პოლიტიკის ოლიგარქიული ხასიათი” – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ლიბერთი ბანკის მფლობელმა მიხეილ სააკაშვილი ჰოლანდიის სასამართლოში მისი საჯარო განცხადებების გამო უჩივლა. საქმე ეხება ბანკების შესახებ გაკეთებულ განცხადებას, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ირაკლი რუხაძე და ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ბიზნესინტერესების ლობირებასა და მოსახლეობის ინტერესების დაზარალებაში დაადანაშაულა.

სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიტიკური განცხადებები პოლიტიკური დებატების ფორმატში ჯდებოდა და ირაკლი რუხაძეს ამით ზიანი არ მიადგა.

Share