Home » საზოგადოება » სააკაშვილი: კრიპტოვალუტა მიბმულია მარიხუანაზე
სააკაშვილი: კრიპტოვალუტა მიბმულია მარიხუანაზე

სააკაშვილი: კრიპტოვალუტა მიბმულია მარიხუანაზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რამდენიმე თვის წინ რუსული ბლოკჩეინ კომპანია Финолог-ის ბრენდის დესპანი გახდა აცხადებს, რომ კრიპტოვალუტა მიბმულია მარიხუანაზე.

რა გააკეთა ივანიშვილმა მარიხუანაზე – აღმოაჩინა რომ ბიტკოინების ქარხანა, რომლის გამოც მოსახლეობას დენი გაუძვირდა შემოსავალს აღარ წერს, მაგრამ ახლა თანამედროვე კრიპტოვალუტა მიბმულია მარიხუანაზე. იფიქრა რა მაგარი რაღაცააო და დათვალა და თქვა რომ თუ ნოემბრამდე ვერ დავთესე 2019-მდე შემოსავალი ჩამივარდება. თქვა “სულერთია არჩევნებია, არ არის არჩევნები, მაინც დავთესავ”, მიაჩნდა რომ პოლიტიკა ქვეყანაში აღარაა. საპატრიარქოზე ფიქრობს რომ უკვე დისკრედიტირებული ჰყავდა. პოლიტიკურ ოპოზიციაზე მიაჩნდა რომ გავაშავებ და ირმა ინაშვილიც დამეხმარება “ცოცხების ძახილით და ამბით”, იქვე მყავს ზურა ჯაფარიძე, რომელსაც თავის დროზე ფული მისცა, რომ ენმ-დან წასულიყო და მერე დადგეს ეს ყალბი ამბავი ბასიანის, რომ ვითომ ზურა ჯაფარიძე წავიდა და თავის ფეხით საკონსტიტუციოში და მოიგო რაღაც საქმე – ეს ყველაფერი არის ბლეფი”, – განაცხადა სააკაშვილმა იბერიას პირდაპირ ეთერში. 

Share