Home » ახალი ამბები » სააკაშვილი: ჩვენ დავიწყეთ სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში
სააკაშვილი: ჩვენ დავიწყეთ სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში

სააკაშვილი: ჩვენ დავიწყეთ სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში

სოციალურ ქსელში გავრცელდა არქივის ვიდეო, რომელშიც საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის შესახებ ლაპარაკობს და აცხადებს, რომ არასდროს დაუმალავს, რომ ცხინვალში სამხედრო მოქმედებების წარმოების გადაწყვეტილება მისმა ხელისუფლებამ მიიღო.

„ამ კითხვაზე განვახორციელეთ თუ არა ჩვენ სამხედრო მოქმედებები აგვისტოს დასაწყისში იმისთვის, რომ აგვეყვანა კონტროლქვეშ ცხინვალი და ის ადგილები სამხრეთ ოსეთის, რომლებსაც ჩვენ ვერ ვაკოტროლებდით, მე ადრეც ღიად ვაცხადებდი და ახლაც ვაცხადებ, რომ დიახ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ეს იყო მძიმე გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებდა ნებისმიერი ერისა და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის მქონე დემოკრატიული ხელისუფლება“, – თქვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ საკააშვილმა.

ვიდეოჩანაწერის ზუსტი თარიღი უცნობია. კადრში სააკაშვილთან ერთად ჩანან უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ალექსანდრე (კახა) ლომაია და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, საქართველომ დაკარგა თავისი ტერიტორიების 20%, მათ შორის ის ტერიტორიებიც, რომლებზეც ომამდე საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა.

Share