Home » მსოფლიო » Ryanair 3 000 სამუშაო ადგილს შეამცირებს – კომპანიამ შესაძლოა, რამდენიმე ევროპული ავიაბაზა დახუროს

Ryanair 3 000 სამუშაო ადგილს შეამცირებს – კომპანიამ შესაძლოა, რამდენიმე ევროპული ავიაბაზა დახუროს

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკოპანია „რაინეარი“ 3 000 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს. შემცირებაში მფრინავები, ბორტგამცილებლები და ეკიპაჟის სხვა წევრებიც იქნებიან. რაც შეეხება დანარჩენ თანამშრომლებს, მათ შეიძლება ხელფასი 20%-ით შეუმცირდეთ.

“სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, კომპანიამ შესაძლოა, ევროპის მასშტაბით რამდენიმე ავიაბაზა დახუროს, ვიდრე ავიამომისვლა სრულად არ განახლდება.

„კორონავირუსით გამოწვეული უპრეცედენტო კრიზისის გამო, მინიმუმ ივლისის შუა რიცხვებამდე შეწყვეტილია ყველა ფრენა. Ryanair ელოდება, რომ მგზავრთა მოთხოვნის აღდგენასა და ფასების რეგულირებას (2019 წლის დონემდე) თითქმის ორი წელიწადი დასჭირდება“,-ნათქვამია კოპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ipn.ge

Share