Home » ახალი ამბები » რუსული როკ-ჯგუფი ДДТ ქობულეთში, 25 აგვისტოს კონცერტს გამართავს
რუსული როკ-ჯგუფი ДДТ ქობულეთში, 25 აგვისტოს კონცერტს გამართავს

რუსული როკ-ჯგუფი ДДТ ქობულეთში, 25 აგვისტოს კონცერტს გამართავს

ქობულეთში, 25 აგვისტოს ღია ცის ქვეშ, რუსული როკ-ჯგუფი ДДТ კონცერტს გამართავს.

ДДТ წელს Kobuleti Ozone Fest-ზე საპატიო სტუმრის სტატუსითაა მოწვეული. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

ქართული ჯგუფებიდან ფესტივალზე „სოფთ ეჯექთი„ და „მწვანე ოთახი“ დაუკრავენ.

აღსანიშნავია რომ ДДТ-ს სოლისტი შევჩუკი მკაცრად აკრიტიკებს კრემლს და არაერთ გამოსვლაში აღნიშნავს, რომ პოლიტიკა, რომელსაც კრემლი საქართველოსა და უკრაინაში ატარებს, მისი პირადი ტრაგედიაა.

ДДТ საქართველოში 2012 წელს Tbilisi Open Air ფესტივალზეც იყო ჩამოსული.

Share