Home » საზოგადოება » რუსული მედია: რა გააკეთა “ქართულმა ოცნებამ” 6 წლის განმავლობაში ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებისთვის?
რუსული მედია: საქართველოს მთავრობის ინიციატივა განწირულია წარუმატებლობისთვის

რუსული მედია: რა გააკეთა “ქართულმა ოცნებამ” 6 წლის განმავლობაში ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებისთვის?

რუსული გამოცემა tehnowar.ruსტატიას აქვეყნებს სათაურით –  საქართველოს მთავრობის ინიციატივა განწირულია წარუმატებლობისთვის. სტატიაში მოკლედ არის გადმოცემული თუ რა გააკეთა მოქმედმა ხელისუფლებამ, “ქართულმა ოცნებამ” ხელისფულებაში 6 წლის განმავლობაში ყოფნის დროს ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარების კუთხით.

“ბანკები და ფინანსები” გთავაზობთ აღნიშნული სტატიის თარგმანს:

“ქართული ოცნება” უკვე 6 წელია რაც ხელისუფლებაშია. მმართველობაში მოსვლის დღიდან “ოცნებამ” ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარება ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დაასახელა.

რა გააკეთა 6 წლის განმავლობაში “ქართულმა ოცნებამ”, რომ ეს პრობლემა მოეგვარებინა? შემუშავებული იქნა პროექტი “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”. ინიციატივის ფარგლებში აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოსახლეობას სთავაზობენ განათლების მიღებას, ვაჭრობას და ეკონომიკურ საქმიანობას. გარდა ამისა, მათ სთავაზობენ ქართულ საავადმყოფოებში უფასო მკურნალობას.

ნათელია, რომ აფხაზები და ოსები ისარგებლებენ ყველა ამ სიკეთით, რომელსაც როგორც ქართული მხარე, ასევე რუსული მხარე შესთავაზებს. თვითონ რეგიონში ამ ინიციატივას მორიგი პიარ-აქცია უწოდეს.

სასაცილოა, შესთავაზო სეპარატისტულ ტერიტორიებს თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირთან, როცა ამას სათანადოდ საქართველოც კი ვერ იყენებს.

უმჯობესი იქნება საქართველომ ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე, მისი დონის გაზრდაზე იმუშავოს. მხოლოდ უფასო სამედიცინო დახმარება და განათლება საკმარისი არ არის. ამ სიკეთით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა სარგებლობს, თუმცა ისინი სულაც არ ფიქრობენ დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაზე ხელი აიღონ”, – წერს გამოცემა.

ბაჩანა ჯინჭარაძე

Share