Home » მსოფლიო » “რუსეთთან რბილი პოლიტიკის დრო დამთავრდა, დავეხმაროთ მამაც ქართველებსა და უკრაინელებს”
"რუსეთთან რბილი პოლიტიკის დრო დამთავრდა, დავეხმაროთ მამაც ქართველებსა და უკრაინელებს"

“რუსეთთან რბილი პოლიტიკის დრო დამთავრდა, დავეხმაროთ მამაც ქართველებსა და უკრაინელებს”

აშშ-ის სახელმწიფო მისიტრობაზე წარდგენილი და ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი, მაიკ პომპეო აცხადებს, რომ რუსეთთან რბილი პოლიტიკის წარმოების დრო დასრულდა.

“რუსეთი აგრძელებს აგრესიულ ქმედებებს, რაშიც მას ხელი შეუწყო წლების განმავლობაში ჩვენმა რბილმა პოლიტიკამ, რომელიც ახლა დასრულებულია. იმ ქმედებათა სია, რომელიც ჩვენს ადმინისტრაციას გააჩნია, მიმართულია საიმისოდ, რომ ვლადიმერ პუტინისთვის მის ქმედებებზე ფასი გაიზარდოს და ეს სია საკმაოდ გრძელია”, – განაცხადა პომპეომ, თავის წერილობით ჩვენებაში.

წერილი მან  აშშ-ს კონგრესს გადაუგზავნა.

“სია ძალიან გრძელია და მე იმედი მაქვს, რომ მომეცემა საშუალება მის გასაზრდელად. ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებები ცხადყოფს, რომ ჩვენმა უსაფრთხოების კონცეფციამ ტყუილად არ დაასახელა რუსეთი ჩვენს მთავარ საფრთხედ”, – ამბობს პომპეო.

რუსეთის მიმართ საწიმნააღმდეგო ზომების ჩამონათვალში პომპეო ასახელებს სანქციებს, დიპლომატების გაძევებას, აშშ-ის ბირთვული და სამხედრო პოტენციალის გაზრდას და ასევე იმ მამაცი ხალხების შეიარაღებას, რომელიც წინ უდგანან რუსეთის ექსპანსიონიზმს უკრაინასა და საქართველოში.

Share