Home » მსოფლიო » რუსეთში სამედიცინო მიზნით კანაფისა და ნარკოტიკების შემცველი სხვა მცენარეების მოყვანა ლეგალური გახდა
რუსეთში სამედიცინო მიზნით კანაფისა და ნარკოტიკების შემცველი სხვა მცენარეების მოყვანა ლეგალური გახდა

რუსეთში სამედიცინო მიზნით კანაფისა და ნარკოტიკების შემცველი სხვა მცენარეების მოყვანა ლეგალური გახდა

რუსეთის დუმამ მიიღო კანონი, რომელიც სამედიცინო მიზნებით ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი სხადასხვა მცენარეების მოყვანა და გაზრდა ლეგალური ხდება. ამ ჩამონათვალში მოხვდა კანაფიც. ინფორმაციას lenta.ru ავრცელებს.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ წარმოების ნებართვას სულ ორი სახელმწიფო უწყება მიიღებს.

რუსეთის მთავრობის ინფორმაციით, კანონი საშუალებას მისცემს ამ სფეროში მომუშავე სახელმწიფო კომპანიებს, აწაარმოონ არამხოლოდ მზა სუბსტანცია, არამედ ამისთვის საჭირო ნივთიერებებიც. კანონი, ასევე, მნიშვნელოვნად დაეხმარება რუსეთის ფარმაკოლოგიურ ბაზარს აწარმოს სხვადასხვა სახის მედიკამენტები, მათ შორის ტკვილგამაყუჩებელი და ფსიქოტროპული პრეპარატები.

ნებადართული მცენარეების სიაში კანაფის გარდა შევიდა, სხვადასხვა სახის სოკო, ფსილოციბინი, მესკალინის შემცველი კაკტუსები, მაკის შემცველი ყაყაჩოსა და ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი კიდევ რამდენიმე მცენარე.

კანაფის სამედიცინო, მიზნით წარმოების კანონპროექტი, ასევე, განიხილებოდა საქართველოს პარლამენტში, თუმცა განხილვა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ შეწყდა. ინიციატივას მოყვა ფართო ოპოზიციური სპექტრის წინააღმდეგობა, ოპოზიცია აცხადებდა, რომ კანონპროექტი ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე იყო მორგებული. ინიციატივას აქტიურად, ეწინააღმდეგებოდა, საქართველოს საპატრიარქოც.

on.ge

Share