Home » მსოფლიო » რუსეთში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ყალბი სასაზღვრო პუნქტი ააშენა და მიგრანტებს ფულის სანაცვლოდ, ევროკავშირში გადაყვანას ჰპირდებოდა
რუსეთში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ყალბი სასაზღვრო პუნქტი ააშენა და მიგრანტებს ფულის სანაცვლოდ, ევროკავშირში გადაყვანას ჰპირდებოდა

რუსეთში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ყალბი სასაზღვრო პუნქტი ააშენა და მიგრანტებს ფულის სანაცვლოდ, ევროკავშირში გადაყვანას ჰპირდებოდა

რუსეთში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ფინეთის საზღვართან სიახლოვეს, ტყეში ყალბი სასაზღვრო პუნქტი ააშენა და მიგრანტებს ევროკავშირში გადასვლას ფულის სანაცვლოდ სთავაზობდა.

რუსეთის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, მამაკაცმა 4 სამხრეთ აზიელს შესთავაზა, რომ 10 000 ამერიკული დოლარის სანაცვლოდ ფინეთში გადაიყვანდა. მათივე ცნობით, მამაკაცმა დაამონტაჟა საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნები და მამაკაცები წრიული მარშრუტით ვიბორგის რეგიონში ჯერ ავტომობილით, შემდეგ ფეხით და ბოლოს ტბის ირგვლივ გასაბერი ნავით ატარა.

სასაზღვრო სამსახურის ცნობით, ხუთივე მათგანი აღნიშნული მარშრუტის დროს დააკავეს.

Share