Home » საზოგადოება » რუსეთსა და აფხაზეთის შორის მეგობრობა ცივდება – ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი შეშფოთებას გამოთქვამს
რუსეთსა და აფხაზეთის შორის მეგობრობა ცივდება – ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი შეშფოთებას გამოთქვამს

რუსეთსა და აფხაზეთის შორის მეგობრობა ცივდება – ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი შეშფოთებას გამოთქვამს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი, პარტია „ამცახარას“ ლიდერი ალხას კვიწინია რუსეთ–აფხაზეთის ბოლოდროინდელი ურთიერთობის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„შეშფოთებული ვართ ამ ურთიერთობებით. ჩვენს სახელმწიფოებს შორის მეგობრობა ცივდება. გახსოვთ, 2014 წელს, როდესაც შეთანხმებას მოეწერა ხელი, ჩვენი პრეზიდენტი აცხადებდა, რომ შეთანხმება ჩვენს ურთიერთობას უფრო მაღალ ნიშნულზე აიყვანდა, მაგრამ ამ ნიშნულს ვერ მივაღწიეთ, ვერ ვხედავთ, პირიქით ხდება. შეშფოთებული ვართ ჩვენი ურთიერთობებით“,– აღნიშნა კვიწინიამ.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 25 აგვისტოს ჩატარდება.

kvira.ge

Share