Home » მსოფლიო » “რუსეთმა რომ მოინდომოს, რუსული ჯარები უკრაინის ოკუპაციას რამდენიმე დღეში განახორციელებენ”
"რუსეთმა რომ მოინდომოს, რუსული ჯარები უკრაინის ოკუპაციას რამდენიმე დღეში განახორციელებენ"

“რუსეთმა რომ მოინდომოს, რუსული ჯარები უკრაინის ოკუპაციას რამდენიმე დღეში განახორციელებენ”

რუ­სე­თი­სა და უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტის შემ­თხვე­ვა­ში, უკ­რა­ი­ნა რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­მარ­ცხდე­ბო­და, – ამის შე­სა­ხებ გერ­მა­ნულ გა­მო­ცე­მა Die Welt-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ნატო-ს ყო­ფილ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ან­დერს ფოგ რას­მუ­სენ­მა გა­ნა­ცხა­და.

„რუ­სეთ­მა რომ მო­ინ­დო­მოს, რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბი უკ­რა­ი­ნის ოკუ­პა­ცი­ას რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბოლო 3-4 წე­ლი­წად­ში უკ­რა­ი­ნამ სა­კუ­თა­რი სამ­ხედ­რო პო­ტენ­ცი­ა­ლი სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ზარ­და“, – გა­ნა­ცხა­და რას­მუ­სენ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ნატო-ს ქვეყ­ნე­ბი მზად არი­ან „რუ­სუ­ლი ტან­კე­ბის მა­სი­რე­ბუ­ლი შე­ტე­ვის­თვის“, თუმ­ცა მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა პო­ტენ­ცი­უ­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გის შე­კა­ვე­ბაა.

ამას­თან, რას­მუ­სენ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ რუ­სეთს ნე­ბის­მი­ერ დროს შე­უძ­ლია ალი­ანსს შე­უ­ერ­თდეს, მაგ­რამ ამის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი უნდა და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს.

ემხრობით თუ არა მსუბუქი ნარკოტიკების (მარიხუანა, კლუბური ნარკოტიკები...) ლეგალიზებას?

შედეგების ნახვა

Loading ... Loading ...
Share