Home » მსოფლიო » რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებმა გაზსადენ „ციმბირის ძალის“ ამოქმედების ნებართვა გასცეს
რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებმა გაზსადენ „ციმბირის ძალის“ ამოქმედების ნებართვა გასცეს

რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებმა გაზსადენ „ციმბირის ძალის“ ამოქმედების ნებართვა გასცეს

რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებმა ტელეხიდის საშუალებით გაზსადენ „ციმბირის ძალის“ ამოქმედების ნებართვა გასცეს.

მაგისტრალური გაზსადენი „ციმბირის ძალა“ ირკუტსკის და იაკუტიის გაზის მომპოვებელი ცენტრებიდან ბუნებრივი აირის მიწოდებას შორეულ აღმოსავლეთში რუსეთის მოქალაქეებისთვის და ჩინეთისთვის უზრუნველყოფს. საერთო ჯამში მაგისტრალური გაზსადენის სიგრძე 3 000 კილომეტრია.

რუსულმა და ჩინურმა სახელმწიფო გაზის კომპანიებმა ყოველწლიურად 38 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდებაზე 30 წლიანი შეთანხმება 2014 წელს გააფორმეს. კონტრაქტის საერთო ღირებულება 400 მილიარდ დოლარს შეადგენს. 2020 წელს, „გაზრპრომი“ ჩინეთს ხუთ მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიაწოდებს, 2021 წელს 10 მილიარდს, 2022 წელს კი 15 მილიარდს. 38 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება 2025 წლიდან იგეგმება.

1tv.ge

Share