Home » მსოფლიო » რუსეთის ყველაზე მდიდარი ბიზნესმენების რეიტინგში 3 ქართველია
რუსეთის ყველაზე მდიდარი ბიზნესმენების რეიტინგში 3 ქართველია

რუსეთის ყველაზე მდიდარი ბიზნესმენების რეიტინგში 3 ქართველია

რუსული Forbes-ის 2018 წლის ყველაზე მდიდარი ბიზნესმენების რეიტინგში 3 ქართველი მოხვდა

1,6 მილიარდი დოლარით 61-ე ადგილზეა 62 წლის ბიზნესმენი ალექსანდრე ჯაფარიძე; 950 მილიონი დოლარით 113-ე ადგილზეა 34 წლის ვიაჩესლავ მირილაშვილი; 132-ე ადგილზე 800 მილიონი დოლარის ქონებით კი 61 წლის ბიზნესმენი დავით იაკობაშვილია.

ალექსანდრე ჯაფარიძე

ალექსანდრე ჯაფარიძე 20 ივლისს 1955 წელს მახაჩკალაში დაიბადა. ბავშვობაში გატაცებული იყო ფიზიკით და მათემატიკით. 1977 წელს დაამთავრა ნავთობქიმიისა და გაზის წარმოების ინსტიტუტი და გეოფიზიკოსთა ექსპედიციის ხელძღვანელად დაინიშნა.

1995 წელს მან დააარსა მომსახურების კომპანია “პეტროალიანსი”, რომელიც კომპანიებს მომსახურებას უწევდა ნავთობმოპოვების სფეროში. 2004 წელს ბიზნესმენმა ეს კომპანია გაყიდა და შექმნა საბურღი კომპანია. დღეს კომპანია “ევრაზიას” მფლობელია.

ჯაფარიძე “ფორბსის-2018 წლის” რეიტინგში 61-ე ადგილს იკავებს. მისი შემოსავალი 1,6 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ვიაჩესლავ მირილაშვილი

ფორბსის 2018 წლის მონაცემებით, ყველაზე მდიდარ 200 რუს ბიზნესმენს შორის ქართველი ვიაჩესლავ მირილაშვილი 950 მილიონი აშშ დოლარით 113-ე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ წარმოშობით ქართველი ახალგაზრდა 33 წლის ასაკში ფლობს ასეთ კოლოსალურ თანხას. მან მილიონები სოციალური ქსელის ”ვკონტაქტეს” დაფუძნებით იშოვა.

ВКонтакте ოფიციალურად 2006 წლის 10 ოქტომბერს შეიქმნა. 2007 წელს კი დუროვის სოციალურმა ქსელმა რუსეთში

 პოპულარობით ქსელ “ოდნოკლასნიკს” გაუსწრო. ვიაჩესლავ მირილაშვილი 1984 წელს სანქტ-პეტერბურგში დაიბადა. 2006 წელს დაამთავრა Tufts-ის უნივერსიტეტი.

დავით იაკობაშვილი

დავით იაკობაშვილი 1957 წლის 2 მარტს თბილისში დაიბადა. დაამთავრა ფიზიკა-მათემატიკის 42-ე სკოლა. ამის შემდეგ დღისით მეტალურგიულ ინსტიტუტში მუშაობდა, ღამით მეტრომშენში. ასევე ეხერხებოდა რადიოტექნიკისა და მაგნიტოფონების შეკეთება.

ამჟამად იგი არაერთი ცნობილი რუსული და საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველი ორგანოების წევრია. იაკობაშვილი მსხვილი რუსული რძის, წვენებისა და სასმელების მწარმოებელი კომპანიის სს “ვიმ-ბილ-დან”-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია და 2001-2010 წლებში კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეც იყო.

„ფორბსის“ 2018 წლის რეიტინგის მიხედვით, ის 132-ე ადგილზეა, მისი ქონება 800 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

BPN.GE

Share