Home » ახალი ამბები » “რუსეთის საზღვარზე დემოკრატიული საქმიანობა საფრთხეს უქმნის პუტინის მმართველობას”
"რუსეთის საზღვარზე დემოკრატიული საქმიანობა საფრთხეს უქმნის პუტინის მმართველობას"

“რუსეთის საზღვარზე დემოკრატიული საქმიანობა საფრთხეს უქმნის პუტინის მმართველობას”

“რუსეთის საზღვარზე დემოკრატიული საქმიანობა საფრთხეს უქმნის პუტინის მმართველობას. თუ უკრაინელებს შეუძლიათ დემოკრატიულად იმოქმედონ, მათვე შეუძლიათ მაგალითი მისცენ რუს ხალხს, რომ დემოკრატია სურდეთ. ამიტომ პუტინი ცდილობს ძირი გამოუთხაროს უკრაინულ არამდგრად დემოკრატიულ პროექტს.

4 წლის განმავლობაში პუტინის ძალებმა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია მოახდინა და აგრძელებს კიევის წინააღმდეგ ომს. რუსეთი უკრაინას ეკონომიკური წნეხის ქვეშ ამყოფებს. კრემლი ასევე ცდილობს უკრაინა გამოაჩინოს როგორც არასრულფასოვანი, კორუმპირებული სახელმწიფო.

შემდეგი მსხვილი ბრძოლა აზრების საერთაშორისო ომში, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე მოხდება. ბევრი უკრაინელისგან მსმენია, რომ პოსტსაბჭოთა უკრაინაში ეს არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანია და ამავდროულად საფრთხის შემცველია”, – ამის შესახებ მაკ ფოლი, ყოფილი აშშ-ის ელჩი რუსეთში, აცხადებს.

ipress.ge

Share