Home » მსოფლიო » რუსეთის სამხედრო ხომალდებმა სირიის ქალაქ ტარტუსის პორტი დატოვეს
რუსეთის სამხედრო ხომალდებმა სირიის ქალაქ ტარტუსის პორტი დატოვეს

რუსეთის სამხედრო ხომალდებმა სირიის ქალაქ ტარტუსის პორტი დატოვეს

რუსეთის სამხედრო ხომალდებმა სირიის ქალაქ ტარტუსის პორტი დატოვეს.

კომპანია Image Satellite Internacional-ის სატელიტით გადაღებულ ერთ-ერთ სურათში პორტში მდგარი შვიდი ხომალდი ჩანს, 11 აპრილს გადაღებული ფოტოს მიხედვით კი ტარტუსში ხომალდების უმრავლესობა უკვე აღარ ჩანს.

მოსალოდნელი თავდასხმის გამო, პორტში მხოლოდ ერთი წყალქვეშა სამხედრო გემი დგას.

აშშ-ის პრეზიდენტმა სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე პასუხისმგებლობა სირიის ხელისუფლებას და რუსეთს დააკისრა. დონალდ ტრამპი სირიას დაბომბვით დაემუქრა.

1tv.ge

Share