Home » საზოგადოება » რუსეთის მსგავსად, ნაკურთხი წყალი ვერტმფრენიდან ოკუპირებულ აფხაზეთშიც გადმოასხეს
რუსეთის მსგავსად, ნაკურთხი წყალი ვერტმფრენიდან ოკუპირებულ აფხაზეთში გადმოასხეს

რუსეთის მსგავსად, ნაკურთხი წყალი ვერტმფრენიდან ოკუპირებულ აფხაზეთშიც გადმოასხეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ხალხის ერთიანობის მისაღწევად ვერტმფრენიდან ტაძრებს ნაკურთხი წყალი მოაპკურეს. აფხაზეთის ტაძრებს სულ 12 ლიტრი ნაკურთხი წყალი მოაპკურეს, რასაც სამი საათი დასჭირდა.

ამის შესახებ on.ge წერს.

როგორც ადგილობრივი ეკლესიის პრორუსი ხელმძღვანელი, ბესარიონ აპლია ამბობს, ნაკურთხი წყლის მოპკურება საზოგადოებრივი უთანხმოების დაძლევისკენ იყო მიმართული.

“მსგავსი რამ ჩვენ ადრეც გაგვიკეთებია, თუმცა არ მახსოვს რომელ წელს იყო. როდესაც ასეთი დაპირისპირებაა, ჩვენ ერთიანობისთვის ყველა ტაძარში ვლოცულობთ. დღეს საშუალება გვქონდა, რომ ვერტმფრენში ჩამსხადრვიყავით, ცაში ავსულიყავით”, — აღნიშნა აპლიამ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ქმედებას რუსეთში ჰქონდა ადგილი.

რუსეთში სასულიერო პირმა თვითმფრინავიდან ნაკურთხი წყალი გადაასხა, რათა მოსახლეობა ლოთობისა და მრუშობისგან ეხსნა, – ამის შესახებ tvrain.ru იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ფაქტი ქალაქ ტვერში 11 სექტემბერს მოხდა, როდესაც მოსახლეობა სიფხიზლის დღეს აღნიშნავდა.

მედიის ცნობით, სასულიერო პირმა ქალაქს გადაუფრინა და 70 ლიტრის ოდენობის წყალი გადაასხა. გარდა ამისა, თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ ცოლ-ქმარი, რომელიც “ალკოჰოლური დამოკიდებულებისგან სასწაულით განიკურნა”.

Share