Home » საზოგადოება » „რუსეთის მხრიდან ისეთი მცირე თანხები მოდის, რომ გზავნილების გადაკეტვა პრაქტიკულად შეუძლებელია“
„რუსეთის მხრიდან ისეთი მცირე თანხები მოდის, რომ გზავნილების გადაკეტვა პრაქტიკულად შეუძლებელია“

„რუსეთის მხრიდან ისეთი მცირე თანხები მოდის, რომ გზავნილების გადაკეტვა პრაქტიკულად შეუძლებელია“

„ყოველთვიურად ფულადი გზავნილების ისეთი მცირე თანხები მოდის, რომ რუსეთის მხრიდან ამის გადაკეტვა პრაქტიკულად შეუძლებელია,“ – ასე ეხმაურება ბიზნეს ასოციაციის (BAG) ვიცე პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი დღეს რუსეთის მმართველი პარტიის „ედინაია რასიას“ ვიცე-სპიკერის სერგეი ნევეროვის განცხადებას რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შესაძლო აკრძალვის საკითხთან დაკავშირებით.

„მთლიან შემოსავლებში რუსეთიდან გადმორიცხვების წილი დაახლოებით, 200-250 მლნ-ია, ამდენად, ერთი ამდენით გაიზრდება ტვირთი, მაგრამ არ მგონია, ამ აკრძალვამ ფულადი ნაკადების შეჩერების ისეთი ნაწილია და ისეთი მცირე თანხები მოდის ყოველთვიურად, ამის გადაკეტვა და შეჩერება რუსეთის მხრიდან პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება“, –  განმარტა ლაშა პაპაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ  საქართველოდან მინერალური წყლებისა და ღვინის იმპორტის აკრძალვის ინიციატივით რუსეთის მმართველი პარტიის „ედინაია რასიას“ ვიცე-სპიკერი გამოვიდა.

დღესვე რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა  საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის აკრძალვის წინადადებას მხარი დაუჭირა.

BM.GE

Share