Home » მსოფლიო » რუსეთის დუმის დეპუტატი ხანძრებს და უამინდობას აშშ-ს აბრალებს
რუსეთის დუმის დეპუტატი ხანძრებს და უამინდობას აშშ-ს აბრალებს

რუსეთის დუმის დეპუტატი ხანძრებს და უამინდობას აშშ-ს აბრალებს

რუსეთის დუმის დეპუტატი: აშშ ჩვენ წინააღმდეგ კლიმატურ იარაღს იყენებს, ამიტომაა ხანძრები და უამინდობა.

რუსეთის დუმის დეპუტატი ალექსეი ჟურავლიოვი თვლის, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთი კლიმატურ იარაღს იყენებს.

“ჩვენ პირველად რამდენიმე ასწლეულის მანძილზე გავუსწარით დასავლეთ სამხედრო შეიარაღებაში. არ აქვთ მატ ჰიპერბგერითი რაკეტები, და მათ არ იციან, რა ქნან. და მე ვფიქრობ, მათ შეეძლოთ კლიმატური იარაღის გამოყენება. ჩვენ ხომ ყველანი ვხვდებით, რომ ასეთი ზაფხული არ შეიძლება იყოს. ჩვენთან ხანძრებია ციმბირში, შტორმული თავსხმებია მოსკოვში… ე.ი. “ვაშინგტონის საოლქო კომიტეტი” მთელი ძალით მუშაობს”

განცხადებამ, რომელიც დეპუტატმა ტელეარხ “რასია 1”-ის გადაცემაში “60 წუთი” გააკეთა, უამრავი გამოხმაურება ჰპოვა სოციალურ ქსელში

“ახლა ფედერაციის საბჭოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის და რუსეთის ფედერაციის საშინაო საქმეებში ჩარევის თავიდან აცილების დროებითი კომისია გაარკვევს, ვინ შემოგვიტია ჩვენ კლიმატური იარაღით – როტშილდებმა, როკფელერებმა თუ სოროსმა”, – წერს ტელეგრამ – კანალზე ოლგა სკაბეევა, ტელეარხ “რასია 1”-ის გადაცემის “60 წუთი” წამყვანი

“პარანოიისგან არ იცავს სადეპუტატაო ხელშეუხებლობა” – Виктор А.

“რუსეთი მუდამ განთქმული იყო ცუდი გზებით და სულელებით! დიდება რუსეთს!!!” – Eduard Yamnik

“აჰა, დაბოლდა” – Сергей Ю.

აიპრესი

Share