Home » ეკონომიკა » რუსეთის დუმამ საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების ამოქმედებას მხარი დაუჭირა
რუსეთის დუმამ საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების ამოქმედებას მხარი დაუჭირა

რუსეთის დუმამ საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების ამოქმედებას მხარი დაუჭირა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ ქვეყნის მთავრობას საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური ზომების განხილვის რეკომენდაცია მისცა. გამართულ კენჭისყრაზე ინიციატივას დარბაზში მყოფი დეპუტატების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მისცა ხმა.

საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური ზომების მიღების მომხრე 412 კანონმდებელი იყო. დუმის ქვედა პალატამ მინისტრთა კაბინეტს სთხოვა, რომ შესაბამისი წინადადება ქვეყნის პრეზიდენტს წარუდგინოს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციები შეეხება ღვინის და მინერალური წყლის სექტორს, ასევე ფინანსური და საგარეო ვაჭრობის ოპერაციებს, ტურისტულ საქმიანობას და საბაჟო გადასახადებს.

კენჭისყრის დაწყებამდე სიტყვით გამოვიდნენ დეპუტატები: ვლადიმერ ჟირინოვსკი და პიოტრ ტოლსტოი, რომლებმაც საქართველოსთან დაკავშირებით მკაცრი შეფასებები გააკეთეს და ხელისუფლებას საპასუხო ზომების მიღებისკენ მოუწოდეს.

რუსმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოში მიმდინარე ანტირუსული პროვოკაციები დასაგმობია და უპასუხოდ არ უნდა დარჩეს.

„საქართველოში რადიკალური ძალების ღია გამოხტომებს რუსულ-ქართული ურთიერთობების შემდგომი გაუარესებისკენ მივყავართ“, – ნათქვამია განცხადებაში.

Share