Home » საზოგადოება » რუსეთი ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტს უერთდება
რუსეთი ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტს უერთდება

რუსეთი ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტს უერთდება

რუსეთის, აზერბაიჯანის და თურქეთის სარკინიგზო კომპანიების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს სამმხრივ მემორანდუმს სარკინიგზო გადაზიდვების განვითარებაში თანამშრომლობის თაობაზე – იუწყება რუსეთის რკინიგზის შესბამისი სამსახური.

დოკუმენტი კოორდინირებულ მოქმედებებს ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტის რეგულარულ გადაზიდვების უზრუნველყოფის მიზნით და ეკონომიკურად დასაბუთებული ტარიფების დადგენას ითვალისწინებს.

მხარეებიასევე  განიხილავენ ახალქალაქი-ყარსის მონაკვეთზე ახალი, 760-კილომეტრიანი ზოლის და ყარსში ლოჯისტიკური ცენტრის აშენების შესაძლებლობას.

„ჩვენს მიერ ხელმოწერილი მემორანდუმი გვიხსნის გზას ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტით გადაზიდვების განვითარებისთვის. ეს კი ნიშნავს, რომ თურქეთი უერთდება ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთიან სარკინიგზო სივრცეს,“ – განაცხადა რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელმა ოლეგ ბელოზეროვმა.

მისი თქმით, დღეისათვის ტვირთბრუნვა რუსეთსა და თურქეთს შორის წელიწადში შეადგენს 26 ტონას, ბაქო-ყარსით ამ ტვირთების ნაწილის ტრანსპორტირება შექმნის წინაპირობას რეგულარული საკონტეინერო მიმოსვლის განვითარებისთვის.

აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელის ჯავიდ კურბანოვის თქმით, მხარეები გეგმავენ ბაქო-ყარსის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას და ახალი ერთობლივი პროექტების შექმნას – მათი შორის იქნება მარშრუტები ირანი-რუსეთი-ევროპა და რუსეთი-აზერბაიჯანი – თურქეთი.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანის აზრით,  ამ საკითხში რუსეთის ჩართულობა პოლიტიკური თვალსაზრისით არავითარი საფრთხის მომტანი არ არის, ხოლო ეკონომიკური თვალსაზრისით მომგებიანია ტვირთბრუნვის განვითარებაში.

„მე, ზოგადად, განსაკუთრებულ პრობლემას ამაში ვერ ვხედავ იმიტომ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში რაც უფრო მეტად იქნება დატვირთული ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და რაც უფრო მეტი ტვირთი გავა აქედან, ეს საქართველოსთვის უფრო დადებითი ფაქტორია, როგორც ტვირთბრუნვის გაზრდის,  ისე ამ კორიდორის მნიშვნელობის გაძლიერების თვალსაზრისით. რუსეთიდან გაიზრდება ტვირთები, ყაზახეთიდან, ჩინეთიდან, თუ ზოგადად აზიური ქვეყნებიდან, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს და შესაბამისად ტვირთების წამომავლობა არ არის ძირითადი პრინციპი, რითაც შეიძლება რუსეთის ჩართულობა დადებითად ან უარყოფითად შეიძლება შეფასდეს. ეს საკითხი წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენთვის მომგებიანი იქნება, პოლიტიკური თვალსაზრისით კი – ეს არ შეიცავს არანაირ საფრთხეს იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ხდება აზერბაიჯანის გავლით და ჩვენ როგორც ტრანზიტული ქვეყანა ვასრულებთ ჩვენს როლს.“  – აცხადებს ანდრია გვიდიანი.

commersant.ge

Share