Home » საზოგადოება » რუსეთ–საქართველოს საავიაციო მიმოსვლა, შესაძლოა, აღდგეს – რა შედეგები მოუტანა ტურისტულ ინდუსტრიას დაწესებულმა ავიაემბარგომ

რუსეთ–საქართველოს საავიაციო მიმოსვლა, შესაძლოა, აღდგეს – რა შედეგები მოუტანა ტურისტულ ინდუსტრიას დაწესებულმა ავიაემბარგომ

საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ–ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას ტურიზმის სექტორი წარმოაგენს. ამ თვალსაზრისით,ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად აქტიურად მუშაობენ.შედეგებიც სახეზეა,წლიდან წალმდე ტურისტების რაოდენობა მუდივად იზრდება. მაგალითად, გასულ წელს (2018წელი) საქართველოში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზე იყო და 8,7მილიონ ვიზიტორზე მეტი შეადგინა. უცხოელი ვიზიტორების შენოდინებების თვალსაზრისით,ერთ–ერთ მოწინავე პოზიციას ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი რუსეთი იკავებს. კერძოდ აზერბაიჯანის შემდეგ რუსი ვიზიტორების რაოდენობა მეორე ადგილზეა 1.4 მლნ ვიზიტორით. საშვალოდ რუსეთიდან შემოსული ტურისტი საქართველოში 6.3 დღე ჩერდება.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკის მიხედვით, რუსი ტურისტი საშუალოდ საქართველოში 1.326 ლარს ხარჯავს.

2018 წლის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსი ტურისტების რაოდენობა 23,8%_ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის 10 თვის მონაცემებით 6%_ით . აღნიშნული ზრდა 2019 წელს პირველმა და მეორე კვარტალმა განაპირობა, ხოლო ივნისის ცნობილი მოვლენების შემდეგ რუსი ტურისტების რაოდენობა ყოველთვიურად მცირდება. ასევე, მიმდინარე წლის ზაფხულში განვითარებული პროცესების (20-21 ივნისი) გამო, რუსულმა მხარემ საქართველოს ავია ემბარგო გამოუცხადა. შესაბამისად, ამან მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიაზე და რუსი ტურისტების რაოდენობა შეამცირა. აღნიშნულმა, ცხადია, გავლენა იქონია ტურისტულ მიღებულ შემოსავლებზეც. კერძოდ, სულ ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავალი 141 მილიონი დოლარით შემცირდა.

მიუხედავად დაწესებული ავია ემბარგოსი რუსული მხარე უკვე ალაპარაკდა ავია მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით. რუსული მედიის ცნობით, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები 2020 წლის პირველ ნახევარში აღდგება. ამის შესახებ ცნობას „იზვესტია“, საკუთარ სახელისუფლო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსული გამოცემის ცნობით, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა აღდგენილიყო, თუმცა ამას ხელი საქართველოში არსებულმა პოლიტიკურმა ვითარებამ შეუშალა.

„იზვესტიასთან“ საუბრის დროს ანონიმურმა სახელისუფლო წყარომ განაცხადა, რომ ფრენების აღდგენისთვის საქართველოში არსებული ვითარება დასტაბილურდა, თუმცა ჯერჯერობით უსაფრთხოების საჭირო ნორმა არ არის, რადგან საქართველოში ამ დრომდე მიმდინარეობს დემონსტრაციები.

თუნცა აღსანიშნავია, რომ რუსული გამოცემა საკუთარ სახელისუფლო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რუსეთი საქართველოსთან რაიმე სახის მოლაპარაკებებს არ აწარმოებს და ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ტურისტების რაოდენობის შემცირებაზე გავლენას ახდენს პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო ცვლილების ჩაგდებასთან დაკავშირებით გამოწვეული საზოგადოებრივი პროტესტი, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

რუსთაველის გამზირზე მდებარე სასტუმროების და აპარტამენტების მფლობელები ტურისტების ნაკლებობას უჩივიან და აცხადებენ, რომ უცხოელები ჯავშნებს აქტიურად აუქმებენ.

„მიმდინარე აქციები ტურისტების რაოდენობაზე ძალიან უარყოფითად აისახა, ეს ლოგიკურიცაა, რადგან ყველა ჩვენგანი მსგავს ვითარებაში მოვერიდებოდით ასეთ ქვეყანაში ჩასვლას. ადრე თუ გამვლელი ტურისტები ძალიან ხშირად შემოდიოდნენ და რჩებოდნენ, ახლა საერთოდ აღარ მოდიან. გარდა ამისა, ჯავშნები აქტიურად უქმდება და მიზეზად პოლიტიკურ ვითარებას ასახელებენ. ყველასთვის უმთავრესი უსაფრთხოებაა, ამიტომ ასეთი ინციდენტების შემდეგ ტურისტი უსაფრთხოდ ვერ იქნება“, – აცხადებს სასტუმრო „რუსთაველის“ მენეჯერი თიკო შამოიანი.

ასტუმრო Biblioteka Rustaveli-ის დირექტორი ვახტანგ მამალაძეც ტურისტების ნაკლებობას მიმდინარე საპროტესტო აქციებს აბრალებს.

„ძალიან ცუდი მდგომარეობაა, სტუმრები საერთოდ არ გვყავს. ტურისტები აღარ მოდიან ჩვენთან, მაშინ როდესაც სასტუმრო ტურისტულად ყველაზე დატვირთულ ადგილას გვაქვს. ნოემბერი არ გამოირჩევა ბევრი ტურისტით, მაგრამ წელს როგორც კი დაიწყეს აქციები, სასტუმრო საერთოდ ჩაკვდა. ზოგადად, ნებისმიერი ბიზნესისთვის ძალიან ცუდია ქვეყანაში ასეთ მდგომარეობის არსებობა“, – განაცხადა ვახტანგ მამალაძემ.

აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა  მარიამ ქვრივიშვილმა  საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა, რომ ქვეყანა ზამთრის ტურისტული სეზონისთვის სრულიად მზად არის. „ჩვენი მთავარი მიზანია, ივნისის მოვლენები ზამთრის კურორტებზე არ აისახოს“-განაცხადა ქვრივიშვილმა.

ავტორი:გიორგი მურცხვალაძე

Share