Home » მსოფლიო » რომის პაპმა ვლადიმერ პუტინი “მსოფლიოს მფარველი ანგელოზის” მედლით დააჯილდოვა
რომის პაპმა ვლადიმერ პუტინი "მსოფლიოს მფარველი ანგელოზის" მედლით დააჯილდოვა

რომის პაპმა ვლადიმერ პუტინი “მსოფლიოს მფარველი ანგელოზის” მედლით დააჯილდოვა

რომის პაპმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი “მსოფლიოს მფარველი ანგელოზის” მედლით დააჯილდოვა. პუტინის ახალი ჯილდოს შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ჩეჩნეთის მმართველმა, რამზან კადიროვმა გაავრცელა. ინტერფაქტი წერს, რომ ფაქტი პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა დაუდასტურა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ეს მედალი პირველი მსოფლიო ომის დასრულების100 წლისთავს ეძღვნება და მასზე წერია პაპ პია XII-ის ციტატა: “არაფერი იკარება მშვიდობაში. ყველაფერი შეიძლება დაკარგო ომში”. მედლის გარდა პაპმა პუტინს გრავიურა აჩუქა, რომელზეც წმინდა პეტრეს მოედანია გამოსახული. ინტერფაქტი წერს, რომ პაპმა პუტინს უთხრა “ეს იმისთვის, რომ რომი არ დაგავიწყდეთ”. პუტინმა კი პაპს აჩუქა მოციქულ პეტრესა და პავლეს ხატი.

რომის პაპი და პუტინი ერთმანეთს ვატიკანში 4 ივლისს შეხვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დახურულ კარს მიღმა მათი საუბარი ერთი საათი გაგრძელდა, რის შემდეგაც საჩუქრები გაცვალეს. ეს პუტინისა და პაპის მესამე შეხვედრაა.

ON.GE

Share