Home » ეკონომიკა » რომელია საქართველოში დეფიციტური და მაღალანაზღაურებადი პროფესიები
რომელია საქართველოში დეფიციტური და მაღალანაზღაურებადი პროფესიები

რომელია საქართველოში დეფიციტური და მაღალანაზღაურებადი პროფესიები

საქათველოს შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური ან/და მაღალანაზღაურებადი პროფესიების/ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხა და შემსრულებელთა შრომის ანაზღაურების წესი დამტკიცდა. ამის შესახებ მთავრობის 2 თებერვლის დადგენილებაშია ნათქვამი.

ნუსხა 5 სფეროს აერთიანებს. ესენია: საინფორმაციო სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის სფერო; ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის; სამოქალაქო ავიაციის; საზღვაო და ჰიდროგრაფიული სფეროები.

რაც შეეეხება კონკრეტულ პროფესიებს, სხვადასხვა სფეროში რამდენიმე პროფესიაა გაერთიანებული. მათ შორის, ანალიტიკოსი; პროგრამისტი; საინფორმაციო სისტემის ადმინისტრატორი; კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი; საგადასახადო აუდიტორი; უდიტის ზედამხედველობის ინსპექტორი ; მფრინავი/პილოტი/ავიასაწარმოების სერტიფიცირების ზედამხედველობის სპეციალისტი; ავიასპეციალისტების სერტიფიცირების ინსპექტორი; აეროდრომების/აეროპორტების

ინსპექტორი; სახიფათო ტვირთების გადაზიდვის ინსპექტორი; საავიაციო ძებნა-შველის სპეციალისტი; მეზღვაური; გემთმშენებელი; ჰიდროინჟინერი; საზღვაო კარტოგრაფი; საზღვაო სინოპტიკოს-მეტეოროლოგი და ა.შ.

BPN.GE

Share