Home » მსოფლიო » რომელი ქვეყნის მოქალაქეები იხდიან ყველაზე მაღალ გადასახადებს
რომელი ქვეყნის მოქალაქეები იხდიან ყველაზე მაღალ გადასახადებს

რომელი ქვეყნის მოქალაქეები იხდიან ყველაზე მაღალ გადასახადებს

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის, ყველაზე მაღალ საშემოსავლო გადასახადებს ბელგიის მოქალაქეები იხდიან.

შესაბამის მონაცემებს ორგანიზაციის ახალი ანგარიში „საშემოსავლო გადასახადი 2016“ შეიცავს.
დოკუმენტის თანახმად, საშუალო ხელფასის მქონე დაუოჯახებელი ბელგიელი ყოველწლიურად, საშემოსავლო გადასახადის სახით შემოსავლების 55%-ზე მეტს იხდის.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის რეიტინგში ბელგიის შემდეგ მეორე ადგილს ავსტრია იკავებს, სადაც საშემოსავლო გადასახადი თითქმის 50%-ს შეადგენს. მესამე ადგილზეა გერმანია 49,4%-ით.

ყველაზე დაბალ საშემოსავლო გადასახადს ჩილეს მოქალაქეები იხდიან, სადაც სახელფასო ბეგარა მხოლოდ 7%-ს შეადგენს.

ანგარიშის თანახმად, ევროპაში საშემოსავლო გადასახადი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის. ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში აღნიშნული გადასახადი საშუალოდ 35,9%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალი საშემოსავლო გადასახადის მქონე ქვეყნების ათეულში მხოლოდ ევროპული ქვეყნები მოხვდნენ, მათ შორის უნგრეთი (49%), იტალია (49%), საფრანგეთი (48,5%), ფინეთი (43,9%), ჩეხეთი (42,8%), შვედეთი (42,7%) და სლოვენია (42,6%).~

bpn.ge

Share