Home » ფინანსები » რომელი ქვეყნის მოქალაქე ხარჯავს საქართველოში ყველაზე მეტ თანხას
რომელი ქვეყნის მოქალაქე ხარჯავს საქართველოში ყველაზე მეტ თანხას

რომელი ქვეყნის მოქალაქე ხარჯავს საქართველოში ყველაზე მეტ თანხას

2018 წლის I კვარტალში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 1,582,382 იყო, რაც წინა წელთან შედარებით 14.8%-ით მეტია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, შემომსვლელთა 35% დასვენება, გართობა, რეკრეაციის მიზნით შემოვიდა საქართველოში. ამის შესახებ Forbes-ის ქართული გამოცემა წერს.

საერთაშორისო ვიზიტების 51% საქართველოს დედაქალაქში განხორციელდა, მას მოჰყვება ბათუმი 21.5%-ით. დანარჩენ ქალაქებსა და ადგილებში შედარებით ნაკლები ვიზიტები დაფიქსირდა.

ქვეყანაში შემოსულმა საერთაშორისო ვიზიტორებმა ჯამში 1.4 მილიარდ ლარამდე დახარჯეს. ერთი ვიზიტისას გაწეული საშუალო დანახარჯი 1,060 ლარი დაფიქსირდა.

მეზობელი ქვეყნებიდან რუსეთის რეზიდენტები ვიზიტზე ყველაზე მაღალი საშუალო დანახარჯით (1,338 ლარი) გამოირჩეოდნენ, მას მოსდევს თურქეთი 1,189 ლარი, სომხეთი – 562 ლარი და აზერბაიჯანი – 401 ლარი.

imedinews,ge

Share

About Giorgi Kapanadz Jr