2018 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა
შემდეგი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი – 20.7 პროცენტი, ჩეხეთი – 20.0 პროცენტი, ნიდერლანდი – 16.8 პროცენტი.
სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2018 წლის II კვარტალში 64.2 პროცენტი შეადგინა.
ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 108.8 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 28.0 პროცენტია.
მეორე ადგილზე იმყოფება ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორი 77.0 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – საფინანსო სექტორი 64.1 მლნ აშშ დოლარით.