Home » გალერეა » უნივერსიტეტები, რომელთა კურსდამთავრებულები ყველაზე წარმატებული სტარტაპერები არიან

უნივერსიტეტები, რომელთა კურსდამთავრებულები ყველაზე წარმატებული სტარტაპერები არიან

ჰარვარდი სტენფორდს ნომერ პირველი წარმატებული სტარტაპ დირექტორების სკოლის შეჯიბრში ამარცხებს

ბილ გეითსმა და მარკ ცუკერბერგმა, ორივემ მიატოვა ჰარვარდი სანამ თავიანთ რევოლუციონურ კომპანიებს შექმნიდნენ, მაგრამ ისინი გირჩევენ რომ აიღოთ თქვენი კოლეჯის თუ უნივერსიტეტის დიპლომი.

Crunchbase-ის ახალი კვლევის მიხედვით, ჰარვარდი ა.შ.შ-ში ნომერი პირველი უნივერსიტეტია,  რომელიც წარმატებული სტარტაპების დირექტორებს უშვებს.

Crunchbase-მა ამერიკის ტოპ 20 უნივერსიტეტის სტატისტიკა შეადგინა იმის მიხედვით, თუ რამდენად ნაყოფირები არიან ამ უნივერსიტეტების კურსდამთავრებული მეწარმეები, რომლებმაც გასულ წელს თავიანთი სტარტაპებით $1 მილიონი ან მეტი იშოვეს. ამ 20 უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები მსოფლიოს გარშემო 800 წარმატებული სტარტაპის დირექტორები გახდნენ.

“ჰარვარდი სტენფორდთან შედარებით უკეთესად მუშაობს როდესაც საქმე მომავალ აღმასრულებელ დირექტორების აღზრდას და არა დამფუძნებლების აღზრდას ეხება. ორი უნივერსიტეტი თითქმის ერთ დონეზე დგას აღმასრულებელი დირექტორების აღზრდის რანგით მაგრამ სტენფორდი დამფუძნებლების რანგით უფრო მაღლა დგას.” – ნახსენებია Crunchbase-ზე.

გრაფიკი

მელისა შილინგი, ნიუ იორკის უნივერსიტეტის სთერნ სკოლის ბიზნეს პროფესორი და “Quirky”-ს ავტორი ამბობს, რომ არის სამი ძირითადი გარემოება რის გამოც ჰარვარდში და სტენფორდში წარმატებული სტარტაპების მფლობელები ყალიბდებიან: სიახლოვე ვენჩერულ კაპიტალისტებთან, სკოლების პრესტიჟი და კავშირები, რომლებსაც სტუდენტები იქ აყალიბებენ.

“ვენჩერული კაპიტალისტები მათთან ახლო მყოფ ფირმებში დებენ ინვესტიციებს. ორი უდიდესი ვენჩერული კაპიტალის ქსელები ა.შ.შ-ში არის სილიკონ ველში და ბოსტონ რუტ 128 ში”, – ამბობს შილინგი

შილინგი, რომელმსაც ტექნოლოგიური ინოვაციების კვლევაში 17 წელზე მეტი აქვს დახარჯული, ასევე ამბობს, რომ სკოლის პრესტიჟი გამორჩეულ სტუდენტებს იზიდავს. მათ სტუდენტებს უკვე აქვთ ძლიერი კავშირები სანამ ისინი უნივერსიტეტში გადმოვლენ.

და საბოლოოდ, “სოციალური ქსელი სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს და ინვესტორებს შორის ამ სკოლებში ასევე გამორჩეულია”, – ამბობს შილინგი

მათი თვითგაძლიერების ეფექტების წყალობით, ელიტარული სკოლები, როგორიცაა ჰარვარდი და სტენფორდი, მომავალი მეწარმეებისთვის და აღმასრულებელი დირექტორებისთვის კარგ საწყისს თავაზობს.

“არ არის აუცილებელი, რომ დაამტავროთ პრესტიჟული უნივერსიტეტი, რათა იყოთ ძლიერი ინოვატორი ან მეწარმე”, – ამბობს შილინგი. “სიახლეები ხშირად მოდის გარემყოფებიდან, რომლებსაც სურთ რომ ინდუსტრია შეცვალონ.”

ზაზა ხორბალაძე

CNBC

Share