Home » საზოგადოება » რომან კაკულია – პარლამენტარის ხელფასი უნდა გაიზარდოს
რომან კაკულია - პარლამენტარის ხელფასი უნდა გაიზარდოს

რომან კაკულია – პარლამენტარის ხელფასი უნდა გაიზარდოს

პარლამენტარის ხელფასიც უნდა გაიზარდოს, – განუცხადა ჟურნალისტებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა საპენსიო სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე, რომლის მიხედვით საინვესტიციო საბჭოს წევრთა წლიური ხელფასი 60 ათას დოლარამდე იქნება.

“მაშინ როდესაც პარლამენტის ხელფასი არის ის რაც არის, ჩემი აზრით, ეს არ არის რელევანტური. მაშინ დავფიქრდეთ ზოგადად, ადეკვატურობაზე პასუხისმგებლობისა და ზოგადად საზოგადოების წინაშე მისაღები გადაწყვეტილებების ვალდებულებებზე”, – აღნიშნა კაკულიამ.

Share