Home » ეკონომიკა » როჯერ ვერი – შესაძლოა საქართველო ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტის ჰაბად იქცეს
როჯერ ვერი – შესაძლოა საქართველო ბლოკჩეინის და კრიპტოვალუტის ჰაბადაც იქცეს

როჯერ ვერი – შესაძლოა საქართველო ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტის ჰაბად იქცეს

კრიპტო ვალუტები, ციფრული მაინინგი და ბლოკჩეინი – მაინინგის მსოფლიო სამიტზე საქართველოში 1000-ზე მეტი სტუმარი ჩამოვიდა

კრიპტო ვალუტები, ციფრული მაინინგი და ბლოკჩეინი, როგორც მომავლის ტექნოლოგიური გასაღები. ამ თემებზე დისკუსიისთვის თბილისში, ბოლო 3 დღის განმავლობაში მსოფლიოს ყველა წამყვანი კრპიტო სპეციალისტი, მაინერი და პროგრამისტი ე.წ. სოფტვეარ დეველოპერი შეიკრიბა.

ჩინეთის და ამერიკის შემდეგ, საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა მაინერთა, ანუ ვირტუალური ფულის გამომმუშავებელთა რაოდენობით. სწორედ ამიტომ, საქართველო მსოფლიო დონეზე მოექცა ყურადღების ცენტრში.

“ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ფულია და სწორედ ამან აქცია ბიტკოინი პოპულარულად, ადამიანები მას იყენებენ როგორც ფულს. საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა, მაგრამ ბიტკოინის მაინინგში მესამეა: ჩინეთი, აშშ და შემდეგ საქართველო. სწორედ ამიტომ ჩამოვიდა საქართველოში უამრავი ადამიანი. მართლაც გასაოცარია იმ როლის ნახვა რასაც საქართველო ასრულებს, ეს ადამიანები საქართველოში არასდროს ყოფილან და შესაძლებლობა აქვთ ნახონ რა ლამაზი ქვეყანა არის. მე პირველად ვარ საქართველოში და დარწმუნებული ვარ, რომ არაკუნასკნელად. შეიძლება საქართველო ბლოკჩეინის და კრიპტოვალუტის ჰაბადაც იქცეს, ამის რეალური შესაძლებლობა არსებობს. ბიზნესი იზრდება, ინფრასტრუქტურა იქმნება და ამიტომ დააფასეთ საქართელო”. – აცხადებს BITCOIN–ის აღმასრულებელი დირექტორი როჯერ ვერი.

მაინინგის მსოფლიო სამიტზე საქართველოში 1000-ზე მეტი სტუმარი ჩამოვიდა, მათ შორის ვუ ჯიჰანი. ის ექსცენტრიული მილიარდერია. სწორედ ჯიჰანი იყო ის ევანგელისტი, რომელმაც მთელი ჩინეთი ბლოკქჩეინითა და კრიპტოვალუტითდაავადა.

“ციფრულ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა, რომელიც მომავალ წელს შეცვლის და მას უფრო საინტერესოს გახდის, იქნება დაფუძნებული ბლოკჩეინში თავმოყრილ პირად მონაცემებსა და უსაფრთხოებას შორის არსებულ დილემაზე”. – აცხადებს BITMAIN–ის აღმასრულებელი დირექტორი ვუ ჯიჰანი.

თუ ჯიჰანს დავუჯერებთ, უახლოეს წლებში ბლქოჩეინ ტექნოლოგიების გამოყენება 50-ჯერ გაიზრდება, რაც ცხადია კრპიტო ინდუსტრიის მნიშვნელოვან განვითარებას ნიშნავს.

“სამხრეთ ამერიკაში, ძალიან ახლოს ანტაქტიდასთან ბიტკოინებს ვაწარმოებ და მინდა გამოცდილება სხვებსაც გავუზიარო. მჯერა, რომ ჩვენ ვქმნით ერთიან სისტემას, რომლის წევრიც ყველა შეიძლება გახდეს და რომელიც ეხმარება ადამიანებს. ამ ინდუსტრიის მთავარი გამოწვევაა დავინახოთ საიდან სად მივდივართ და მუდმივად განვითარებაზე ვიყოთ ორიენტირებული”. – აცხადებს “Crypto Patagonia” წარმომადგენელი ნიანდრო ნივურმანი.

კონფერენცია ბიტმეინისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციის ბიტკანისმხარდაჭერით ჩატარდა. თანაორგანიზატორი ქართული კომპანია “ბირთვია”. ალეკო მორჩილაძე ამბობს, რომ ეს სამიტი საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, ბლოქჩეინი კი ინტერნეტის განვითარების ახალი საფეხურია.

“ეს ერთ–ერთი საერთაშორისო ღონისძიებაა, სადაც შეგვიძლია მივიღოთ ბევრი საინტერესო ინფორმაცია, რადგან აქ თითქმის მთელი მსოფლიოდან არიან ადამიანები ჩამოსული. მე ველოდები სიახლეებს, წარმატებული იდეები სწორედ ბევრი იდეის ერთად მოსმენით იბადება.ნამდვილად იშვიათი შესაძლებლობაა ეს ბიზნესმენებისთვის. ერთ სივრცეში ვართ და ვცდილობთ მომავალი საქმიანი კავშირების დამყარებას. ციფრულ ინდუსტრიაში დღეს მაინინგი და ბიტკოინი მთავარი თემაა, საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს და დაინტერესებული ვარ ამ ქვეყანაში ინვენსტიციის ჩადებით”. – განაცხადა ბიზნესმენმა ინქალ ფრითვაიმ.

Share